რატი იონათამიშვილი გახარიას პარტიაში დაპირისპირებაზე: შიდა დაპირისპირება ეს არის რადიკალური ოპოზიციის სახე

„შიდა დაპირისპირება ეს არის რადიკალური ოპოზიციის სახე. რა თქმა უნდა გამონაკლისი არც „ნაცების“ ეს შტო – „გახარიები“ არ არიან,“ – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა, გახარიას გუნდში არსებულ დაპირისპირებაზე საუბრისას განაცხადა.

„ვხედავთ, რომ ადამიანები, რომლებიც გაერთიანებულები იყვნენ არა პრინციპების, არა იდეების გარშემო, არამედ მხოლოდ და მხოლოდ პირადი კეთილდღეობით, რა თქმა უნდა ყოველთვის ასე მძიმედ დაამთავრებენ საკუთარ „პოლიტიკურ საქმიანობას“. ამიტომ, ეს არის კანონზომიერი პროცესი, რაც ახლა ხდება, როგორც „გახარიებში“, ასევე, მთლიანად რადიკალურ ოპოზიციაში და რაც დრო გავა, ჩვენ უფრო მეტად დავინახავთ, როგორ გაღრმავდება პოლარიზაცია“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები