უკრაინის მოქალაქე, ტატიან ტაპალოვა შვილთან ერთად ღაზაშია ჩარჩენილი და ევაკუაციას ელოდება.
ქალმა SkyNews პასპორტი უჩვენა, მაგრამ ამავე დროს თქვა, რომ უკრაინაში დაბრუნება არ უნდა.
”არ მინდა ერთი ომიდან მეორეში გადასვლა”, – თქვა მან.
ტატიანა ტაპალოვა ევაკუაციას რაფაჰის გამშვებ პუნქტთან ელოდება.
ამავე დროს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ღაზადან უკრაინის კიდევ 160 და მოლდოვის 9 მოქალაქის ევაკუაცია მოხდა.
“მიმდინარე კვირაში უკვე 230 უკრაინელია გადარჩენილი. უკრაინა თითოეული მოქალაქის სიცოცხლისთვის ზრუნავს, სადაც უნდა იყვნენ ისინი”, – დაწერა მან.