ლაგოდეხის მუნიციპალიტეტმა თელავში გამართულ ფესტივალში – „ჭაჭა 2023″ მიიღო მონაწილეობა

„თელავში, მთავრობის ადმინისტრაციის ხელშეწყობით, ყოველწლიური, ტრადიციული ფესტივალი „ჭაჭა 2023″ გაიმართა“, – ამის შესახებ ინფორმაციას ლაგოდეხის მერია ავრცელებს.
„ღონისძიება ყოველი წლის ნოემბრის პირველ შაბათს რეგიონის რვავე მუნიციპალიტეტის მონაწილეობით იმართება. „ჭაჭა” ერთადერთი რეგიონული, ყოველწლიური ფესტივალია, რომელშიც ფერმერები, გლეხები, მცირე მარნებისა და ჭაჭის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლები იღებენ მონაწილეობას.
ფესტივალი მუსიკალურ – თეატრალიზებული მსვლელობით გაიხსნა. საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის, საქპატენტის მიერ გაიმართა საქართველოს დაცული რეგისტრირებული გეოგრაფიული აღნიშვნების პრეზენტაცია. ერეკლე II-ის მოედანზე, კახეთის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლების მიერ მოეწყო შემოდგომისთვის დამახასიათებელი თემატური პავილიონები, ადგილობრივი მეწარმეების წარმოებული პროდუქციის გამოფენა – გაყიდვა, სადაც ძირითად პროდუქტს ჭაჭა წარმოადგენდა.
ღონისძიებაზე ,,2023 წელს საუკეთესო ჭაჭის წარმოებისთვის.ბგამარჯვებულების საზეიმო დაჯილდოება გაიმართა, გამოვლინდა „ჭაჭა 2023-ს”, წლის ყველაზე კრეატიული მუნიციპალიტეტი, რომელსაც გადაეცა ფულადი ჯილდო, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახისთვის. ფესტივალი ვასო აბაშიძის სახელობის „ახალი თეატრის” მიერ წარმოდგენილი სპექტაკლით „გაყრა” და „შეყრა” დასრულდა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები