ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჰერეთისკარში „აჭარული დღე 2023″ გაიმართა
“2 ნოემბერს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჰერეთისკარში „აჭარული დღე 2023″ გაიმართა”, – ამის შესახებ ინფორმაციას ლაგოდეხის მერია ავრცელებს.
“ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იქნა ძველი აჭარული ტრადიციული ნივთების გამოფენა, აჭარული სამზარეულოს დათვალიერება-დაგემოვნება, რძის პროდუქტის ტრადიციული წესით გადამუშავება, ვარიაში მაწვნის გათქვეფის მასტერკლასი, ტრადიციული კერძი ,,ჰასუთა”-ს დამზადების მასტერკლასი, ფახლავის და აჭარული ხაჭაპურის დაგემოვნება.
გარდა ამისა მოეწყო კონცერტი, ადგილობრივი ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლების მონაწილეობით. ღონისძიების მიზანია საზოგადოებისთვის 34 წლის განმავლობაში შენარჩუნებული აჭარული კულტურის, სამზარეულოსა და ტრადიციების გაცნობა აღნიშნული ფესტივალის ორგანიზატორები: – ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ,,კულტურის,სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განვითარების ცენტრი” – სათემო კავშირი ,,ჰერეთი” მხარდამჭერები: – UNDP – ავერსი – ნოვა”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.