გორის მერია: უფასო სამედიცინო კვლევები გრძელდება

გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით შეძენილი სამედიცინო ტექნიკით მოსახლეობის უფასო სამედიცინო კვლევები გრძელდება.

მოძრავი მამოგრაფიის სერვისი ნიქოზის პირველადი ჯანდაცვის ცენტრის მედიკოსებმა ამჯერად შინდისში მცხოვრებ მოსახლეობას შესთავაზეს. მათ მსურველებს სხვადასხვა სახის კვლევები ადგილზე უფასოდ ჩაუტარეს.
ღონისძიებას გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამაზ შიოშვილი და სოციალური სამსახურის ხელმძღვანელი დიანა ბერიძე ესწრებოდნენ. მათ მოსახლეობასთან ისაუბრეს მოძრავი სკრინინგცენტრის აუცილებლობაზე და დაავადების ადრეული დიაგნოსტიკის მნიშვნელობაზე.
უფასო სკრინინგის მიზანი დაავადების ადრეული გამოვლენა და კიბოს პრევენციაა.
სამედიცინო ტექნიკის შეძენა განხორციელდა იაპონიის მთავრობის თანადაფინანსებითა და არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ქართლოსის“ მხარდაჭერით.

ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები