სასამართლო დღეს გაქცეული პატიმრების საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი ბადრაგის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს
“ავერსის” კლინიკიდან გაქცეული პატიმრების საქმეზე დაკავებული კიდევ ერთი ბადრაგის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. რამდენიმე წუთში კი საქალაქო სასამართლოში გაქცეული პატიმრების პროცესი დაიწყება, რომლებსაც ახალი დანაშაულისთვის სასჯელი დაემატებათ.
დღესვე სასამართლოს წინაშე წარდგება კიდევ ერთი დაკავებული, რომელიც 2 დღის წინ აიყვანეს. არსებული ინფორმაციით, ის ერთ-ერთი გაქცეული პატიმრის ძმაა, რომელსაც დანაშაულის შეუტყობინებლობა ბრალდება.