ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ქვალონში საცხოვრებელი სახლი დაიწვა
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ქვალონში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. როგორც “კვირას” საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, ხანძარი ლიკვიდირებულია და შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილობრივების ინფორმაციით, ცეცხლის გაჩენის დროს სახლში დედა 3 მცირეწლოვან შვილთან ერთად იმყოფებოდა, თუმცა მათი უვნებლად გამოყვანა მოხერხდა.
ადგილზე რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა.