სამტრედიაში შიდა ინფრასტრუქტურის გაძლიერება გრძელდება
სამტრედიის მუნიციპალიტეტში აქტიურად გრძელდება შიდა ინფრასტრუქტურის განვითარება.
მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ამ ეტაპზე ბეტონის გზის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს გომის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ კორმაღალის ე.წ. კოკოშელას უბანში და სოფელ მთისძირში, №9 ქუჩაზე.
„მიმდინარე სამუშაოები ადგილზე დაათვალიერა მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბახტაძემ, ზედამხედველობის სამსახურის უფროსთან ამირან თევდორაძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად.
აღნიშნულ ლოკაციებზე რეაბილიტირებული საგზაო ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად გაზრდის გადაადგილების უსაფრთხოებას და გააუმჯობესებს მოსახლეობის ცხოვრების ხარისხს.
პროექტი ფინანსდება ადგილობრივი ბიუჯეტისა და რეგიონული განვითარების ფონდის თანადაფინანსებით.
სამტრედიის მუნიციპალიტეტი აგრძელებს მიზანმიმართულად მუშაობას სოფლის ინფრასტრუქტურის გაძლიერებაზე და მოსახლეობის საჭიროებებზე სწრაფ რეაგირებას“, – ნათქვამია სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციაში.