გოგი მეშველიანი შემოდგომის ფესტივალს „ჩვენი საქართველო აქ არის“ დაესწრო

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი გოგი მეშველიანი ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სასულიერო სკოლაში ტრადიციულ საშემოდგომო ფესტივალს „ჩემი საქართველო აქ არის“  დაესწრო, ინფორმაციას მუნიციპალიტეტის პრესსამსახური ავრცელებს.

„ერთ სივრცეში სრულიდ საქართველო იყო გაერთიანებული. მოსწავლეებმა წარმოადგინეს საქართველოს კუთხეები, ტრადიციები და კულტურა.  აღსანიშნავია, რომ სკოლამ მისი 14 წლის მოღვაწეობის პერიოდში მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია.  რაც   მისი ხელმძღვანელის ნინო დევნოზაშვილი-შაინიძის  და  თითოეული თანამშრომლის  დაუღალავი  შრომის  შედეგია. ჩვენ,  კი ყოველთვის შევეცდებით გამოვუცხადოთ მხარდაჭერა”, – განაცხადა გოგი მეშველიანმა

მათივე ცნობით, გოგი მეშველიანი ღონისძიებას მაღალყოვლადუსამღვდელოეს ბოლნელ მთავარეპისკოპოს ეფრემთან, ქვემო ქართლის გუბერნატორ გიორგი დოხტურიშვილთან, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერ დავით შერაზადიშვილთან, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელ იამზე სვანიძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები