გოგი მეშველიანმა სოფელ მამხუტში სოციალურად დაუცველ მარტოხელა დედას ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად გაზის გამათბობელი გადასცა

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ბოლნისის,დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი გოგი მეშველიანი ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მამხუტში სოციალურად დაუცველ მარტოხელა დედას ესტუმრა, რომელსაც განსხვავებული საჭიროების მქონე შვილი ჰყავს.

პარლამენტის წევრმა, გულუ გუსეინოვას ოჯახი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერ დავით შერაზადიშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე რასულ ბახტიაროვთან ერთად მოინახულა და საჩუქრად გაზის გამათბობელი გადასცა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოისმინეს ოჯახისა და სოფლის საჭიროებები.

„სოფელ მამხუტში სოციალურად დაუცველი მარტოხელა დედა მოვინახულეთ, რომელსაც განსხვავებული საჭიროების მქონე შვილი ჰყავს და საჩუქრად გაზის გამათბობელი გადავეცით.

ჩვენ, ყოველთვის მზად ვართ შესაძლებლობების ფარგლებში მხარდაჭერა გამოვუცხადოთ თითოეულ მოქალაქეს, რომელსაც ჩვენი თანადგომა სჭირდება. აქვე მინდა მადლობა გადავუხადო საკრებულოში მამხუტის თემის მაჟორიტარს, რასულ ბახტიაროვს, რომელიც მყისიერად რეაგირებს თემში არსებული გამოწვევების დასაძლევად“, – განაცხადა გოგი მეშველიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები