ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ ბერიძემ ხვიჩა ანანიძეს საერთაშორისო ასპარეზზე მიღწეული წარმატება მიულოცა და მადლობის სიგელი გადასცა
ხულოელი სპორტსმენი – ხვიჩა ანანიძე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში, 23 წლამდელთა შორის, მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა
მუნიციპალიტეტის მერთან ერთად, ხვიჩა ანანიძეს მიღწეული წარმატება მიულოცეს საკრებულოს თავმჯდომარე რენარ ბოლქვაძემ, დეპუტატმა იური აბულაძემ, მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსმა ბადრი მელაძემ და სპორტსკოლის დირექტორმა ავთანდილ აბულაძემ. ასევე, მადლობის სიგელი გადაეცა მწვრთნელს – მალხაზ სოლომონიძეს.
ხულოს მუნიციპალიტეტის მერია ხვიჩა ანანიძეს 3 000 ლარს, ხოლო მის მწვრთნელს მალხაზ სოლომონიძეს 900 ლარს გადასცემს.
შეხვედრაზე ვახტანგ ბერიძემ ახალი ინიციატივა გააჟღერა, რომლის ფარგლებშიც 2024 წლიდან მუნიციპალიტეტი დაფინანსებას გაუზრდის წარმატებულ სპორტსმენებს და მათ მწვრთნელებს. ამასთან, აჭარის მთავრობის მხარდაჭერით, 2024 წლიდან დაიწყება დაბა ხულოში, თანამედროვე სტანდარტების სპორტკომპლექსის მშენებლობა.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს ხულოელმა სპორტსმენებმა საერთაშორისო ასპარეზზე მნიშვნელოვანი წარმატებები მოუტანეს საქართველოს:
ლერი აბულაძე – ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობა, (დიდები) ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი
პოლონეთის საერთაშორისო ტურნირი – ოთარ აბულაძე ჩემპიონი და ხვიჩა ანანიძე ბრინჯაოს პრიზიორი
ხვიჩა ანანიძე – ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობა, 23 წლამდელთა შორის, მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი
ლაშა გობაძე – ბერძნულ – რომაული სტილით ჭიდაობა, (დიდები) ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელი