გორის მერია: მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებსა და მოზარდებს კერამიკის, თექაზე მუშაობისა და ქართული ფარდაგების ქსოვის ტრადიციული მიმართულებების შესწავლა შეუძლიათ

გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის სააგენტოს მინი გალერეა აქტიური დატვირთვით იწყებს მუშაობას.

ფარდაგების ქსოვისა და კერამიკასა და თექაზე მუშაობის კურსების გავლა 10 – დან 17 წლამდე მოზარდებს შეუძლიათ.

გალერეაში მოზარდებისთვის უკვე დაიწყო თექის შემსწავლელი კურსი.
ფარდაგების ქსოვისა და კერამიკის კურსებით დაინტერესებულმა მოზარდებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ მითითებულ ბმულზე – https://forms.gle/qndGTiACTwGedYes6
მინი გალერეაში სასწავლო წრეების შექმნის მიზანია მოზარდების ტრადიციული რეწვით დაინტერესება და სამომავლოდ, კურსის დასრულების შემდეგ თვითდასაქმების ხელშეწყობა.
კურსების დასრულების შემდეგ, მონაწილეებს გადაეცემათ შესაბამისი სერტიფიკატები და მოეწყობა ნიმუშების გამოფენა – გაყიდვები.

სწავლების პარალელურად მინი გალერეა ქართველ და უცხოეულ ტურისტებსაც უმასპინძლებს, მათთვის გაიმართება მასტერკლასები და მსურველები თავად შექმნიან თექის, ფარდაგებისა და კერამიკის ნიმუშებს. მინი – გალერეა ტურისტებს ქართლის ფოლკლორული საკრავების გაცნობასა და მასტერკლასებსაც სთავაზობს.

გორის შემოქმედებითი ტურიზმის სახელოსნო – მინი გალერეა გორის მუნიციპალიტეტის მერიის მონაწილეობით ევროკავშირის შავი ზღვის აუზის ქვეყნების ერთობლივი სამოქმედო პროგრამის მხარდაჭერილი მცირე ინვესტიციით დაფინანსებული ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის პროექტის “ტურიზმი, მემკვიდრეობა და შემოქმედებითობა” ( THC 1130) ფარგლებში შეიქმნა.

ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები