გოგი მეშველიანმა პლენარულ სხდომაზე ამომრჩევლების თხოვნა გააჟღერა

საქართველოს პარლამენტში ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარმა გოგი მეშველიანმა , პლენარულ სხდომაზე სადაც მინისტრის საათის ფორმატში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, ირაკლი ქარსელაძეს უსმენდნენ სიტყვის მიმართა და ამომრჩევლის თხოვნა გადასცა, ამის შესახებ ინფორმაციას პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს პარლამენტის წევრმა აღნიშნა, რომ წარმოდგენილი ანგარიში შთამბეჭდავია და მინისტრის მიერ დასახელებული პროქტების დასრულება მნიშვნელოვან ბიძგს მისცემს ქვეყნის შემდგომ განვითარებას და ყურადღება გაამახვილა მის საარჩევნო ოლქში ბოლო ორ წელიწად-ნახევარში ჩატარებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე.

სიტყვით გამოსვლისას მაჟორიტარმა თქვა, რომ კონკრეტული კითხვა არ აქვს თუმცა სურს საკუთარი ამომრჩევლის თხოვნა კიდევ ერთხელ გააჟღეროს.

„მოგესალმებით ბატონო ირაკლი, მივესალმები თქვენს გუნდს. ძალიან საინტერესო და შთამბეჭდავი ანგარიში წარმოადგინეთ. მახარებს იმ მეგა პროექტების განხორციელება, რომელიც თქვენს ანგარიშში იყო აღნიშნული. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ პროექტების დასრულება მნიშვნელოვან ბიძგს მისცემს ჩვენი ქვეყნის შემდგომ განვითარებას. ამასთანავე მინდა აღვნიშნო ის დიდი სამუშაოები რომელიც კონკრეტულად ჩემს ოლქში ხორციელდება.
ხაზგასასმელია, რომ ბოლო ორ წელიწად-ნახევარში დაიწყო, მიმდინარეობს და დასრულდა დაახლოებით 194 მილიონი ლარის სამუშაოები, რომელიც წყალმომარაგების საკითხებს საბოლოოდ გადაწყვეტს ჩვენი საარჩევნო ოლქის ყველაზე დიდ დასახლებულ პუნქტებში, ქალაქებსა და ორმოცამდე სოფელში. რისთვისაც თქვენ, თქვეი სამინისტროს მესვეურებს და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ხელმძღვანელს ჩემი ამომრჩევლის სახელით კიდევ ერთხელ მინდა გადაგიხადოთ მადლობა. გარდა ამისა მნიშვნელოვანი პროექტები მიმდინარეობს სკოლების, საგზაო ინფრასტრუქტურის და საბავშვო ბაღების მშენებლობის მიმართულებით.
კონკრეტული შეკითხვა არ მაქვს. უბრალოდ მინდა ჩემი ოლქის ამომრჩევლების თხოვნა გადმოგცეთ. თითო მუნიციპალიტეტიდან ერთ პროექტს გამოვყოფ, რომლის განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივი საზოგადოებისთვის. ბოლო შეხვედრის დროს ჩვენ ამაზე გვქონდა საუბარი, თუმცა კიდევ ერთხელ მინდა გავაჟღერო ეს პროქტები: დმანისში სპორტული კომპლექსის მშენებლობა, ქალაქ ბოლნისში ცენტრალური ქუჩის რეაბილიტაცია, თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ კოდაში სასმელი წყლის სისტემის მშენებლობა და წალკაში ავროლა-გუმბათი-ჩივთქილისა საავტომობილო გზის მშენებლობა. აღნიშნული პროექტების შესრულება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ადგილობრივი საზოგადოების განვითარებას”, – განაცხადა გოგი მეშველიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები