სოფელ ტანძიაში შიდა საავტომობილო გზის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

“ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, მოადგილე ლონგინოზ გასანოვთან და მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან კონსტანტინე კორძაძესთან ერთად, სოფელ ტანძიაში შიდა საავტომობილო გზის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო”,- ამის შესახებ ინფორმაციას ბოლნისის მერია ავრცელებს.

“სოფელში შიდა გზის 510 გრძივ მეტრზე ბეტონის საფარისა და სანიაღვრე არხის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურული პროექტი „რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა“ და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 600 000 ლარს შეადგენს”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები