7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის და მასთან ერთად ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

7 ნოემბრის საქმეზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის და მასთან ერთად ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება.
სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 13:00 საათზეა დანიშნული.

გასულ სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილის დისტანციურად ჩართვისას ტექნიკური ხარვეზები დაფიქსირდა.
აღნიშნულის გამო, ყოფილმა პრეზიდენტმა რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მას სხდომაზე დისტანციურად დასწრება სურს და „მორიგ ჯერზე მისი ხმის დაბლოკვას ნუ შეეცდებიან“.

ცნობისთვის, სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები