საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი მონტენეგროს პრემიერმინისტრ დრიტან აბაზოვიჩს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობათა კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობაზე. აღინიშნა, რომ „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში” მონტენეგროს მონაწილეობა კავშირთა გაძლიერების შესაძლებლობაა.
საუბარი ასევე შეეხო მაღალი დონის ორმხრივი ვიზიტების გააქტიურებას.
მთავრობის მეთაურმა მონტენეგროს პრემიერმინისტრს „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში” მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.