თბილისში მამაკაცი დაჭრეს

თბილისში, დიდ დიღომში მამაკაცი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა ურთიერთშელაპარაკების შედეგად, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მოხდა.

დაჭრილი მოქალაქე კლინიკაში “ვივამედშია” გადაყვანილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.

ამ დროისთვის, ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები