სუს-ი გამოკითხვაზე ოთარ ფარცხალაძის მისვლის კადრებს ავრცელებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ქვეყნის ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის უწყებაში გამოკითხვაზე მისვლის კადრებს ავრცელებს.

როგორც სუს-ში აცხადებენ, გამოკითხვაზე ოთარ ფარცხალაძის მისვლის კადრები „საზოგადოების მაღალი დაინტერესების გამო“ გასაჯაროვდა.

მათივე ცნობით, ფარცხალაძე სუს-ში 19 სექტემბერს იმყოფებოდა. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 319-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც უცხო ქვეყნისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში შესაძლო დახმარებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები