მოსკოვის ბაზრის ქართველი მფლობელი მოკლეს
მოსკოვში სასურსათო ბაზრის ,,ფრუქტოვი რაის“ მეპატრონე რობერტ ცომაია მოკლეს. როგორც საინფორმაციო სააგენტო “ინტერფაქსი“ იუწყება, მოსკოვის სამართალდამცავების პირველადი ინფორმაციით, ქალაქის ერთ-ერთი ბაზრის “ფრუქტოვი რაის“ მეპატრონე რობერტ ცომაია უცნობმა პირებმა სახლთან ახლს ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით მოკლეს. დამნაშავე მკვლელობის ადგილიდან მიიმალა. მკვლელობის ადგილზე ამჟამად მუშაობს საგამომძიებლო-ოპერატიული ჯგუფი. მკვლელობის მომენტი ერთ-ერთმა სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა.