პოლონეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს, რომელმაც 500 000 ზლოტი მოიპარა

პოლონეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს, რომელმაც, გამოძიების ინფორმაციით, მიმდინარე წლის მარტში მოიპარა ჩანთა, რომელშიც 500 000 პოლონური ზლოტი იყო.

არსებული ინფორმაციით, მომხდარის შემდეგ კაცი ქვეყნის ფარგლებს გარეთ იმალებოდა. ის ბოლოს მაზოვის სავოევოდოში დააკავეს.

მედიის ცნობით, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა კატოვიცეს მცხოვრებმა ქალმა ბანკიდან მნიშვნელოვანი თანხა აიღო და ნაღდი ფულით სახლში მანქანით ბრუნდებოდა. მართვისას მან შეამჩნია, რომ საბურავი დაშვებული იყო, ამიტომ, გაჩერდა და გადმოვიდა. მედია წერს, რომ მანქანის ორი საბურავი დახვრეტილი იყო, ქალს კი ადგილზე ჩანთა აღარ დახვდა.

პროკურორმა მოითხოვა 32 წლის კაცისთვის დროებით პატიმრობის შეფარდება, რასაც ადგილობრივი სასამართლო დათანხმდა. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, მას 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები