თურქეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს

თურქეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 67 წლის ქართველი ქალის ცხედარი ტრაპზონში ერთ-ერთ მიტოვებულ შენობაში იპოვეს.

პოლიციამ მკვლელობაში ბრალდებული უკვე დააკავა. წინასწარი ინფორმაციით, მან ქალს თავში ქვა რამდენჯერმე ჩაარტყა. დამნაშავის დაკავება სათვალთვალო კამერების გაშიფვრის შედეგად გახდა შესაძლებელი.

ბრალდებული წარსულში სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის არაერთხელაა ნასამართლევი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები