ნათია თურნავა: არანაირი პრობლემა სებ-ის ფუნქციონირებას, საფინანსო სექტორს და ჩვენ მიერ პოლიტიკის გატარებას არ შეექმნება
“საბჭო ქმედითუნარიანი იქნება – არანაირი პრობლემა სებ-ის ფუნქციონირებას, საფინანსო სექტორს და ჩვენს მიერ პოლიტიკის გატარებას არ შეექმნება”, – ასე უპასუხა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ კითხვას, იქნება თუ არა საკმარისი საბჭოს 5 წევრი გადაწყვეტილებების მიღებისთვის, მაშინ, როდესაც ამ დროისთვის მოქმედი ოთხი წევრი თანამდებობას საბოლოოდ დატოვებს.
მისივე თქმით, სასურველი იქნება, შემდგომში ვაკანტური თანამდებობები შეივსოს.
“ჩვენ დაკისრებულ მოვალეობებს პირნათლად შევასრულებთ. არანაირი პრობლემა სებ-ის ფუნქციონირებას, რაც მთავარია, საფინანსო სექტორს და ჩვენ მიერ პოლიტიკის გატარებას არ შეექმნება. რა საკვირველია, სასურველი იქნება, შემდგომში შეივსოს ვაკანტური თანამდებობები. მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ეს ჩვენს პასუხისმგებლობებს აღემატება და ჩვენს ფუნქციებს სცდება, ამაზე დასკვნას ვერ გავაკეთებთ. ისევ ვამბობ, რომ დეკემბერშიც, იანვარშიც და მომავალ წელსაც სებ-ის მენეჯმენტი ეფექტური იქნება“, – აღნიშნა თურნავამ.