თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ცრუ ჩვენების ბრალდებით დაკავებული ყოფილი გამომძიებელი სერგო შუბითიძე საპატიმროდან გაათავისუფლეს

გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებულმა ყოფილმა გამომძიებელმა, სერგო შუბითიძემ საპატიმრო დატოვა,- ამის შესახებ ინფორმაციას
„ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.
ამავე ინფორმაციის თანახმად, შუბითიძე სასამართლომ სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლდა.

სერგო შუბითიძემ მისთვის წარდგენილი ბრალდება აღიარა. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით მიუსაჯა, რაც პირობითად ჩაეთვალა, მას ასევე გამოსაცდელი ვადა ამავე ოდენობით განესაზღვრა.

„ეს მუხლი ნაკლებად მძიმე იყო და ერთწლიანი პირობითი მისცეს, ამავე რაოდენობის გამოსაცდელი ვადით“, – განაცხადა ყოფილი გამომძიებლის ადვოკატმა.

ინფორმაციისთვის, სერგო შუბითიძე 25 ივნისს ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დააკავეს.
მან ტელეკომპანია „ფორმულასთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ ბაჩალიაშვილის თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯეროდა. შუბითიძისვე თქმით, ამ საქმესთან დაკავშირებით ბევრი საეჭვო გარემოება იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები