“სამჯერ გაისროლეს, რომ გავედი, უკვე ძირს იწვა ადამიანი” – რას ჰყვებიან ადგილობრივები მარნეულში მომხდარ მკვლელობაზე

მარნეულში გუშინ მომხდარი მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

თვითმხილველები ჰყვებიან, რომ კონფლიქტი ორ ადამიანს შორის გვიან ღამით მოხდა, თუმცა,
დაპირისპირების მიზეზი მათთვის უცნობია.

“ეზოში ვიჯექი, გავიგე სროლის ხმა, დაახლოებით სამჯერ გაისროლეს, რომ გავედი, უკვე ძირს იწვა ადამიანი. მოვიდა სასწრაფო და პოლიცია, ყველაფერი უცებ მოხდა,” – ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი.

“რა მოხდა და რის გამო, არ ვიცი, ერთი შემიძლია, გითხრათ, რომ ძალიან კარგი ადამიანი იყო,” – აცხადებს ადგილობრივი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება განზრახ მკვლელობისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები