“დედამისი მეუბნებოდა, რომ თვრამეტი წლის იყო, ვნანობ, მაგრამ არ ვაღიარებ განზრახ მკვლელობას, მეგონა – მხოლოდ ჭრილობას მივაყენებდი” – რას ჰყვება 14 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული

მეგონა, მხოლოდ ჭრილობას მივაყენებდი და როცა სისხლი დავინახე, შემეშინდა და გავიქეცი, – ამის შესახებ 14 წლის გოგონას, აითაჯ შახმაროვას განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულმა ალიმ ასლანოვმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

ასლანოვი ამბობს, რომ იარაღი პნევმატური ეგონა. როგორც სასამართლო პროცესზე ბრალდებული ამტკიცებდა,  მან არ იცოდა, რომ მისი მეუღლე არასრულწლოვანი იყო.

„მეგონა, მხოლოდ ჭრილობას მივაყენებდი და როცა სისხლი დავინახე, შემეშინდა და გავიქეცი. მეგონა, პნევმატური იყო და მხოლოდ ხმას გამოსცემდა. იარაღის ტარებაც არ ვიცი, არასდროს მქონია ის.

მე არ მყავდა არასრულწლოვანი ცოლად, დედამისი მეუბნებოდა, რომ ის თვრამეტი წლის იყო“, – განაცხადა ბრალდებულმა განაცხადა ბრალდებულმა, ალიმ ასლანოვმა, რომლის თარგმანს „ფორმულა“ ავრცელებს.

ინფორმაციისთვის, 27 წლის ალიმ ასლანოვს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის ,,ე’’ ,,თ’’ და ,,კ’’ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ, ჩადენილი გენდერის ნიშნით), 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება) და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ) წარედგინა.
გამოძიების ცნობით, 023 წლის ზაფხულში, არასრულწლოვანს ქორწინების იძულების მიზნით, გამტაცებელმა უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება და საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში მიიყვანა, სადაც დაზარალებულს შეზღუდული ჰქონდა თავისუფალი გადაადგილების უფლება. აღნიშნულის მიუხედავად, არასრულწლოვანმა მოახერხა გაპარვა, უცხო პირის მობილური ტელეფონით დედასთან დაკავშირება და მისი გატაცების თაობაზე შეტყობინება, რაც ასევე ცნობილი გახდა გატაცებული არასრულწლოვნის ბიძისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები