მამუკა ხაზარაძე ირაკლი კობახიძეს სასამართლოში უჩივის

“ლელოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე “ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს სასამართლოში უჩივის.

ხაზარაძეს ადვოკატმა, ზვიად კორძაძემ საქალაქო სასამართლოში კობახიძის წინააღმდეგ პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის სარჩელი შეიტანა.

როგორც უფლებადამცველმა აღნიშნა, ირაკლი კობახიძემ მამუკა ხაზარაძის მიმართ ცილისმწამებლური ინფორმაცია გაავრცელა, თითქოს, მამუკა ხაზარაძე წინა ხელისუფლების დროს არსებული „რეკეტის სქემებში“ მონაწილეობდა.

მისივე თქმით, ირაკლი კობახიძისგან მის მიერ გავრცელებული ცრუ ცნობების უარყოფას ითხოვენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები