ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღამით ღაზას სექტორში “ჰამასის” და სხვა დაჯგუფებების 200 სამიზნე დაბომბეს.
ამის შესახებ IDF-ში განაცხადეს.
ერთი დღით ადრე, სამხედროებმა განაცხადეს, რომ 500 სამიზნე გაანადგურეს.
ოფიციალურმა პირებმა თქვეს, რომ ათობით გამანადგურებელმა დაარტყა რიმალისა და ხან იუნისის რაიონებს, მათ შორის, განადგურდა სამეთაურო პუნქტები და იარაღის საწყობები, რომელიც მეჩეთში იყო, ისევე – როგორც განადგურდა “ჰამასის” სავარაუდო მეთაურის სახლი.