მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესს დისტანციურად ერთვება

თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმის ხელახალი განხილვა დაიწყო, რომელზეც ბრალდებულები საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი და ყოფილი მაღალჩინოსნები არიან. სხდომა სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი დისტანციურად ესწრება.

დღევანდელ პროცესზე მტკიცებულებების ხელახლა გამოკვლევას დაიწყებენ, ვინაიდან გასულ სხდომაზე დაცვის მხარემ აღნიშნულის მოთხოვნით შუამდგომლობა დააყენა.

ცნობისთვის, სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები