გორში ქალაქის სახალხო დღესასწაული „გორის დღე 2023“ აღინიშნა
“გორის დღე 2023″ – ის ფარგლებში მთელიდღის განმავლობაში იმართებოდა სხვადასხვა სახის კულტურული, საგანმანათლებლო და სპორტული სანახაობები.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა პოლონეთიდან დალიეტუვადან გორში სტუმრად მყოფ დელეგაციის წევრებთან ერთად დაათვალიერეს თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე გამოფენილი პროდუქცია, ხელოვანების ნამუშევრები და სხვადასხვა ორგანიზაციების კუთხეები.
თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე წარმოდგენილი იყო საგანმანათლებლო დაწესებულებების კუთხეები, ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციისა და ხელოვანების ნამუშევრების გამოფენა – გაყიდვა, კვების ობიექტებისა და სოფლების კუთხეები, საბავშვო გასართობი სივრცეები, ტურისტულიკ უთხე – „ჯიპ – ტური“ და იმართებოდა კონცერტი.
„გორის დღე 2023 “ გალა–კონცერტმა დაასრულა. კონცერტში, მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივმა ბენდმა SOFT WAVE დამუსიკალურმა ჯგუფებმა „მგზავრებმა“ და „ქიმერამ“.