ისრაელმა ღამით “ჰამასის” 500-ზე მეტი ობიექტი დაბომბა – აქტიური ბრძოლები ღაზას საზღვრის 6 მონაკვეთში მიმდინარეობს

ისრაელის ავიაციამ ღამით ღაზას სექტორში “ჰამასის” და პალესტინის კიდევ ერთი დაჯგუფებების “ისლამური ჯიჰადის” 500-ზე მეტ ობიექტზე მიიტანა იერიში.

ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალებში(IDF) განაცხადეს.

აღნიშნულია, რომ თავდასხმა განხორციელდა “ჰამასის” შვიდ სამეთაურო ცენტრზე, შენობაზე, რომელსაც “ჰამასის” საზღვაო-ძალების სარდლობა იყენებდა; ასევე, “ისლამური ჯიჰადის” სამეთაურო ცენტრზე.

გარდა ამისა, განადგურდა მრავალსართულიანი შენობები.

ღაზას სექტორზე იერიში გრძელდება.

Times of Israel ისრაელის არმიის წარმომადგენელ დანიელ ჰაგარიზე დაყრდნობით წერს, რომ ამჟამად აქტიური საომარი მოქმედებები ღაზას სექტორის ექვს სასაზღვრო მონაკვეთში მიმდინარეობს.

კერძოდ, ბრძოლა გრძელდება – ბეერის, კფარ- აზას, ნირიმისა და ალუმიმის რაიონებში.

ჰაგარის თქმით, ღამით, დაახლოებით 70 შეიარაღებული პირი შევიდა ბეერიში, მათი უმეტესობა დაიღუპა, თუმცა, ნაწილი სახლებში ჯერ კიდევ იმალება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები