რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვის ოლქის, კუპიანსკის რაიონის სოფელ გროზაში კაფე და მაღაზია დაბომბეს, რომლის შედეგად, სულ მცირე, 49 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი ბავშვია.
ასევე, ცნობილია 7 დაშავებულის შესახებ, მათ შორის ერთი ბავშვია.
ნანგრევების გაწმენდა გრძელდება.
ქვეყნის შსს-ს ინფორმაციით, იერიშის მომენტისთვის კაფეში ქელეხი იმართებოდა
როგორც მინისტრმა, იგორ კლიმენკომ თქვა, სოფელში სულ 300 ადამიანი ცხოვრობს.
მომხდარს ქვეყნის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა.
“რუსული ტერორი უნდა შეწყდეს. ყველა, ვინც რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება – დამნაშავეა. ყველა, ვინც კვლავ უჭერს მხარს რუსეთს – მხარს უჭერს ბოროტებას. რუსეთის ეს და მსგავსი ტერორისტული თავდასხმები მხოლოდ ერთი რამისთვის სჭირდება: თავისი გენოციდური აგრესია მთელი მსოფლიოსთვის ახალ ნორმად აქციოს. და მადლობას ვუხდი თითოეულ ლიდერს, ყველა ადამიანს, ვინც მხარს გვიჭერს სიცოცხლეების დაცვაში,” – დაწერა მან.