ესტონეთის პრემიერი – რუსული საბრძოლო თვითმფრინავების შეჭრაზე: მსგავსი დარღვევები მიუღებელია, ნატოს მე-4 მუხლზე კონსულტაციებს მოვითხოვთ

ესტონეთის მთავრობამ ნატოს მე-4 მუხლის კონსულტაციების მოთხოვნა გადაწყვიტა, – ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრი, კრისტენ მიხალი სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება ქვეყნის საჰაერო სივრცეში რუსული საბრძოლო თვითმფრინავების შეჭრას.

მისი თქმით, მსგავსი დარღვევები სრულიად მიუღებელია.

„დღეს დილით სამი რუსული „მიგ-31“ საბრძოლო თვითმფრინავი შევიდა ესტონეთის საჰაერო სივრცეში.

ნატოს საბრძოლო თვითმფრინავებმა უპასუხეს და რუსული თვითმფრინავები იძულებული იყვნენ გაქცეულიყვნენ.

მსგავსი დარღვევები სრულიად მიუღებელია. ესტონეთის მთავრობამ ნატოს მე-4 მუხლის კონსულტაციების მოთხოვნა გადაწყვიტა“, – წერს კრისტენ მიხალი X-ზე.

შეგახსენებთ, რომ სამმა რუსულმა სამხედრო თვითმფრინავმა ნატოს წევრი ესტონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები