კახა კახიშვილი: ,,ნაცმოძრაობა“ მესამე ძალის შექმნაზე ფიქრობს, რომელსაც თავიანთ თამაშში ჩაითრევენ

საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელის, ექსპერტ კახა კახიშვილის ვარაუდით, ,,ნაციონალური მოძრაობა“ მესამე ძალას შექმნის, რომელსაც საკუთარი მიზნების მისაღწევად გამოიყენებს. კახიშვილის თქმით, პარტიამ ხელისუფლებაში დაბრუნების გეგმის შესრულება უკვე დაიწყო.
,,ნაციონალები“ მესამე ძალის შექმნაზე ფიქრობენ, რომელსაც თავიანთ თამაშში ჩაითრევენ, თვითონ კი არ გამოჩნდებიან, თუმცა საბოლოოდ მათი საქმე გაკეთდება“,- აცხადებს ექსპერტი.
მისივე თქმით, ,,ნაციონალურმა მოძრაობამ“ იცის, რომ ხალხის ნდობით ვეღარ სარგებლობს და გიგი უგულავა თავის წერილში მცირემასშტაბიან აქციებზე სწორედ ამიტომ საუბრობს. ,,გარდა ამისა, ,,ნაციონალები“ გეგმავენ, წინა პლანზე ის მხარდამჭერები წამოსწიონ, ვინც საზოგადოებისთვის ცნობადი სახეები არ არიან. ასეთი ადამიანების მონაწილეობით საპროტესტო აქციები აუცილებლად იქნება“,- მიიჩნევს კახიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები