“საჭიროა სხვა სახის მოქმედება, სტუდენტები იწყებენ პროტეტესტს, ცოცხალი ჯაჭვის მოწყობა აქედან პარლამენტამდე” – სუს-ი “კანვასის” წევრებისა NGO-ების შეხვედრის ამსახველ ოპერატიულ მასალას აქვეყნებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ოპერატიულ ვიდეო მასალას ავრცელებს, სადაც სავარაუდოდ “კანვასის” წევრები სასტუმროში NGO-ებს და სამოქალაქო აქტივისტებს შორის შეხვედრაა ასახული.

სუს-ის, ინფორმაციით, გაიმართა დიდი ჯგუფის გადამზადება, რომელმაც გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულოს ხელისუფლების დამხობის პროცესში. მათი ინფორმაციით, აღნიშნულ პირებს ჩაუტარდათ სწავლება თუ როგორ უნდა იმოქმედონ სამიზნე ჯგუფების, კერძოდ ხელისუფლების, მართლმადიდებლური ეკლესიის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და სხვა უწყებების წინააღმდეგ.

“გზებზე პიკეტების და ხელოვნური საცობების შექმნის და ადმინისტრაციული შენობების წინ კარვების მოწყობის ტექნიკაზე, როგორ უნდა შეიტანონ მღელვარება ძალოვან სტრუქტურებში, რა ძალადობრივი პასუხი უნდა გაეცეს მათ კანონიერ მოთხოვნებს, აგრეთვე მსმენელები შეამზადეს მოსალოდნელი დაკავებების პროცესისთვის და ამ დროს წინააღმდეგობის გაწევის ხერხებზე. აგრეთვე, აქციის მონაწილეთა დაფინანსების საკითხებზე, პარლამენტის შენობაში შეჭრაზე, მაუწყებლობის სადგურების გათიშვაზე და ძალაუფლების ხელში აღებაზე. საქართველოს კანონიერად არჩეული ხელისუფლების ჩამოშლაზე, რა დროსაც მათ მიერ შედარებითი ანალიზისთვის მოყვანილი იქნა სერბეთში განვითარებული რევოლუციური პროცესების არა ერთი დრამატული მაგალითი”,-აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები