გორში დასაქმების ფესტივალი ჩატარდა
გორმა დასაქმების ფესტივალს უმასპინძლა.
ღონისძიების ფარგლებში, 35-მდე კომპანიამ 500-მდე ვაკანსია წარმოადგინა.
პირველად ფესტივალის ფარგლებში, მოეწყო პროფესიული მასტერკლასებიც. აღნიშნულ აქტივობებში ნებისმიერ მსურველს შეეძლო მონაწილეობის მიღება.
ღონისძიების მიმდინარეობისას ადგილობრივ მეწარმეებსა და სტარტაპერებსაც ჰქონდათ ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვის შესაძლებლობა.
ფორუმზე დასწრება ვინც ვერ შეძლო, ღონისძიებაზე წარმოდგენილი აქტიური ვაკანსიების შესახებ ინფორმაციის მიღება შეუძლია დასაქმების სააგენტოს გორის სერვის ცენტრში (გმირების ქუჩა).
ღონისძიებას ესწრებოდნენ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს, ადგილობრივი თვითმმართველობისა და არასამთავრობო ორგანიზაციაბის წარმომადგენლები.
ფესტივალი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსა და გორის მუნიციპალიტეტის ორგანიზაბით გაიმართა.