„ალტერნატივა გერმანიისთვის“ ლიდერი პარტიის “ექსტრემისტულ ორგანიზაციად” გამოცხადებას დემოკრატიაზე დარტყმას უწოდებს

პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ლიდერი ელის ვაიდელი, გერმანიის კონსტიტუციის დაცვის ფედერალური სამსახურის მიერ მისი პარტიის ექსტრემისტულ ჯგუფად გამოცხადებას დემოკრატიაზე დარტყმას უწოდებს.

მისივე თქმით, ამ გადაწყვეტილებას სამართლებრივი ძალა არ აქვს, რადგან გერმანიის მთავრობას ვადის ამოწურვამდე 4 დღე აქვს დარჩენილი.

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ნენსი ფეზერმა განაცხადა, რომ პარტიის „მემარჯვენე ექსტრემისტულ“ ორგანიზაციად გამოცხადება არ არის პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება.

როგორც ცნობილია, პარტია გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს.

“პარტია გააგრძელებს საკუთარი თავის სამართლებრივად დაცვას ამ ცილისწამებისგან, რომელიც საფრთხეს უქმნის დემოკრატიას”,- აღნიშნავს პარტიის ლიდერი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები