ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანი ემსხვერპლა
ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა ავტოქარხნის დასახლებაში მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს საპირისპიროდ მოძრავი ორი მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.
ადგილზე სამაშველო და საპატრულო ჯგუფები არიან მობილიზებული.