„სახელმწიფო რწმუნებულის თასზე“ სამტრედიამ ხონის გუნდი დაამარცხა
სამტრედიაში, თედო კაკულიას სახელობის სტადიონზე, „სახელმწიფო რწმუნებულის თასზე“ მინი ფეხბურთის ტურნირის მატჩი გაიმართა, სადაც ერთმანეთს სამტრედიის და ხონის მუნიციპალიტეტების გუნდები დაუპირისპირდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრა სამტრედიელების სასარგებლოდ 2:1 დასრულდა, ორივე გოლი სტუმართა კარში ლაშა ნიკოლეიშვილმა გაიტანა. შეხვედრას სამტრედიისა და ხონის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
აღნიშნულ ტურნირში იმერეთის რეგიონის 12 მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებით დაკომპლექტებული გუნდები იღებენ მონაწილეობას.
ტურნირის გამარჯვებულს სახელმწიფო რწმუნებულის თასი გადაეცემა.