დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოს ,,ახალგაზრდული საბჭოს” სხდომა გაიმართა
დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოს ,,ახალგაზრდული საბჭოს” სხდომა გაიმართა. ახალგაზრდები მუნიციპალიტეტის მერს, ალექსანდრე სარიშვილს შეხვდნენ და სამომავლო გეგმები გააცნეს. ინფორმაციას ლანჩხუთის მერია ავრცელებს.
“მერმა ახალგაზრდების მოსაზრებები და განსახორციელებელი პროექტები შესახებ ინფორმაცია მოისმინა. ალექსანდრე სარიშვილმა საბჭოს წევრებს წარმატება უსურვა და კომპეტენციის ფარგლებში დახმარება აღუთქვა”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.