ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ნატანების საჯარო სკოლაში ჭერის ნაწილი ჩამოიშალა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც სკოლაში საგაკვეთილო პროცესი მიმდინარეობდა.
დაშავდა ორი ადამიანი. ერთი მშობელია, რომელმაც მსუბუქი დაზიანება მიიღო, მეორე კი დამლაგებელი, რომელიც უგონო მდგომარეობაში კლინიკაში გადაიყვანეს.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.