ხულოში, ფესტივალი „შემოდგომა ღორჯომში“ გაიმართა
ხულოში, ფესტივალი „შემოდგომა ღორჯომში“ გაიმართა.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში მოეწყო სხვადასხვა სახის კულტურული, სპორტული და გასართობი ღონისძიებები.
მათივე ცნობით, ადგილობრივი ანსამბლებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით, მათ შორის, უხუცესთა ანსამბლ „ღორჯომის“ მონაწილეობით კონცერტი გაიმართა.
„კონცერტის პარალელურად მიმდინარეობდა სხვადასხვა სპორტული აქტივობა – დოღი, მკლავჭიდი, ფრენბურთი, ბაგირის გადაწევა, გირის აწევა, მარათონი
ღონისძიების ფარგლებში ასევე მოეწყო დეკორაციები, კვების ობიექტები, ტრადიციული კერძების, რეწვის ნიმუშების, ძველი საყოფაცხოვრებო ნივთების გამოფენა/გაყიდვა.
ღონისძიება, ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივით და საინიციატივო ჯგუფი „ფესვების“, „ღორჯომის ახალგაზრდული ორგანიზაციის“ და „ღორჯომი გვაერთიანებს“ მხარდაჭერით პირველად ჩატარდა.
ღონისძიებას ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ხელმძღვანელი თინათინ ზოიძე, აჭარის ა.რ. მუნიციპალიტეტების მერები, უმაღლესი საჭოს დეპუტატები, საკრებულოს თავმჯდომარე რენარ ბოლქვაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და ადგილობრივები ესწრებოდნენ“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.