გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში გარე განათების ქსელი მოეწყო

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის ერთ-ერთ უბანში, იქ სადაც წლების განმავლობაში გარე განათების სისტემა არ არსებობდა, 330 მეტრ სიგრძეზე დამონტაჟდა 9 ერთეული ელექტრო ბოძი და 9 ერთეული 50 ვატიანი დიოდური სანათი.
დასახლების მცხოვრებლები ახალი გარე განათებით უკვე სარგებლობენ და ღამის საათებში კომფორტულად გადაადგილდებიან.

ხიდისთავში, ისე როგორც მუნუციპალიტეტის დანარჩენ სოფლებში, კეთილმოწყობის სააგენტოს მიერ, მუდმივად ხდება დაზიანებული სანათების ამოცვლა.

ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები