ხულოში ახალგაზრდა მამაკაცი ბეტონის გადამამუშავებელ დანადგარში მოყვა და დაიღუპა
ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ვაშლოვანში 25 წლის მამაკაცი ბეტონის გადამამუშავებელ საამქროში დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი ერთ-ერთ დანადგარში მოყვა.
ადგილობრივების ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი აღნიშნულ საამქროში დასაქმებული იყო.
როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 240-ე მუხლით, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.