ირაკლი ღარიბაშვილი: ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ პეტრ პაველთან; საუბარი შეეხო საქართველოს პროგრესსაც ევროინტეგრაციის გზაზე და ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან შეხვედრას სოციალურ ქსელი “ტვიტერში” ეხმაურება.

მთავრობის მეთაურის თქმით, საუბარი შეეხო საქართველოს პროგრესსაც ევროინტეგრაციის გზაზე და ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს.

“ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ პეტრ პაველთან. მრავალი საკითხი განვიხილეთ საქართველო-ჩეხეთის ორმხრივ პარტნიორობასთან დაკავშირებით. საუბარი შეეხო საქართველოს პროგრესსაც ევროინტეგრაციის გზაზე და ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს”,- აღნიშნავს პრემიერი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები