საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველთან, ჯეიკ სალივანთან შეხვედრას სოციალურ ქსელ “ტვიტერში” ეხმაურება.
როგორც პრემიერი აღნიშნავს, განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა და რეგიონალურ თუ გლობალურ გამოწვევებთან გამკლავების მნიშვნელობა. “სასიამოვნო იყო ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველ ჯეიკ სალივანთან შეხვედრა. განვიხილეთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა და რეგიონალურ თუ გლობალურ გამოწვევებთან გამკლავების მნიშვნელობა”, – აღნიშნავს მთავრობის მეთაური.
Delighted to meet w/ 🇺🇸 National Security Advisor @JakeSullivan46. Discussed our strategic partnership & delved into its significance in addressing regional & global challenges. pic.twitter.com/WycVSWM9Zr
— Irakli Garibashvili (@GharibashviliGe) September 21, 2023