ოკუპანტებმა კიევზე იერიში მიიტანეს, არიან დაშავებულები

რუსმა ოკუპანტებმა კიევზე რაკეტებით იერიში მიიტანეს, რომლის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი ბავშვია.

კერძოდ, იერიშებია მიტანილი სვიატოშინსკის, შევჩენკოსსკის და დარნიცკის რაიონებზე. სვიატოშინსკის ​რაიონში ელექტროენერგია გაითიშა, თუმცა, ამ დროისთვის ის აღდგენილია.

დაშავებულები არიან დარნიცკის რაიონში, მათგან 3 ჰოსპიტალიზებულია მათ შორის 9 წლის ბავშვია, დანარჩენებმა დახმარება ადგილზე მიიღეს.

როგორც მერმა, ვიტალი კლიჩკომ დაწერა, დარნიცკის რაიონში ხანძარი გაჩნდა ავტოსერვისში, ცეცხლი გაუჩნდა ორ ავტომობილს, გვერდით მდგომ სახლში ფანჯრები ჩაიმსხვრა.

ასევე, დაზიანდა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებაც. სტუდენტები თავშესაფარში იმყოფებოდნენ და მათ შორის მსხვერპლი არ არის.

შევჩენკოს რაიონში რაკეტის ნამსხვრევებმა გაზსადენი დააზიანა. ცეცხლი არ არის. გაზის სერვისი ადგილზე მუშაობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები