წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ორი სახლი დაიწვა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯგალში ორი საცხოვრებელი სახლი დაიწვა, ამის შესახებ ინფორმაცია “კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.

ადგილობრივის ინფორმაციით, ერთ-ერთ სახლს ცეცხლი გუშინ, გვიან ღამით გაუჩნდა, მეორე სახლი კი გამთენიისას დაიწვა.  მისივე ცნობით, ვერცერთმა ოჯახმა ცეცხლმოკიდებული სახლებიდან ნივთების გამოტანა ვერ მოასწრეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადები იმყოფებოდნენ. ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. ხანძრის გამომწვევ მიზეზად ელექტროგაყვანილობა სახელდება. წალენჯიხის მერიის ინფორმაციით, დაზარალებულ ოჯახებს პროგრამით გათვალისწინებულ ფინანსურ დახმარებას გაუწევენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები