სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის გზის ცალკეულ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის გზის ცალკეულ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მე-40 და 56-ე კმ-ებზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები