პეტრიაშვილი: ნატო-ს უელსის სამიტის მეორე დღეს აშშ-ის თავდაცვის მდივნის საქართველოში ჩამოსვლა მნიშვნელოვანი გზავნილია

   ნატო-ს უელსის სამიტის მეორე დღეს აშშ-ის თავდაცვის მდივნის საქართველოში ჩამოსვლა პოლიტიკურად ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია, – ამის შესახებ ჩაკ ჰეიგელთან შეხვედრის შემდეგ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა განაცხადა.
მინისტრის ცნობით, ჰეიგელის პრემიერთან და მთავრობის წევრებთან საუბრის მთავარ თემა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პროცესთან დაკავშირებული საკითხები იყო.
“განსაკუთრებით ხაზგასმით აღინიშნა აშშ-ს მხრიდან საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მხარდაჭერა. აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ძალიან მკაფიოდ ისაუბრა იმის თაობაზე, რომ ყველაფერს გააკეთებს უმოკლეს დროში საქართველოს ნატოში გაწევრიანებისთვის. ბუნებრივია, საუბარი იყო თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაზე და თავდაცვითი შესაძლებლობების გაზრდაზე”, – განუცხადა ჟურნალისტებს ალექსი პეტრიაშვილმა.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის თავდაცვის მდივანს ჩაკ ჰეიგელს 5 მინისტრთან ერთად შეხვდა. შეხვედრაში კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელი, გენშტაბის უფროსი და ელჩები მონაწილეობდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები