სოფელ რუისში შიდა სასოფლო გზების მოწესრიგების სამუშაოები დასრულდა
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, სოფელ რუისში შიდა სასოფლო გზების მოწესრიგება დასრულდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ქარელის მერია ავრცელებს.
“პროექტის ფარგლებში, განხორციელდა გრუნტის მოსწორებისა და მოხრეშვა-დატკეპნის სამუშაოები. მთლიანობაში მოიხრეშა 7635 მ2 ფართობის 4 ქუჩა. სამუშაოები შესრულდა შპს „ნიკა ქონსთრაქშენ 77″ -ის მიერ”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.